გაკვეთილის გეგმა
|
კვადრატული
ფუნქცია
|
პედაგოგი/საგანი
|
მაკა
მერაბიშვილი/მათემატიკა
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო/მე-9
კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10
|
აქტივობა
|
კვადრატული
ფუნქცია, მისი ზოგიერთი თვისება.
|
აქტივობის მიზანი
|
გაეცნოს
კიდევ ერთი სახის ფუნქციას-კვადრატულ ფუნქციას. ამ ეტაპზე, კერძოშემთხვევაში გამოიკვლიოს
მისი თვისებები, შეძლოს მისი გამოყენება სათანადო ტიპის ამოცანების, პროცესების მათემატიკური
მოდელირებისას
|
აუცილებელი წინაცოდნა
|
ფუნქციის
ცნება(განსაზღვრის არე, მნიშვნელობათა სიმრავლე),ფუნქციის მნიშვნელობების პოვნა არგუმენტის
მოცემული მნიშვნელობისათვის. წრფის განტოლება
|
საჭირო მასალა
|
სახელმძღვანელო,
ფანქარი, სახაზავი, რვეული, კომპიუტერი
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
კვადრატული
ფუნქციის გრაფიკს აქვს ბევრი საინტერესო თვისება:კერძოდ, თუ პარაბოლას სიმეტრიის ღერძზე მოვათავსებთ სინათლის
წყაროს, მაშინ პარაბოლიდან არეკლილი სხივები მიემართება სიმეტრიის ღერძის პარალელურად.
ამ თვისებას იყენებენ პროჟექტორებისა და ანტენების შექმნისას. კვადრატული ფუნქციის
საშუალებით აღიწერება ზოგიერთი ფიზიკური მოვლენა. მაგალითად, ვერტიკალურად ზემოთ
ასროლილი სხეულის მიერ გავლილი მანძილის დამოკიდებულება დროზე.
|
თანმიმდევრობა,აქტივობა და დრო
|
კლასის
ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან-დრო: 2წთ. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის
თემას.
აქტივობა 1.
20
წთ.
კითხვა-
პასუხი: კითხვების საშუალებით ვიმეორებთ ფუნქციას(მოცემის ხერხებს, განსაზღვრის არეს,
მნიშვნელობათა სიმრავლეს, ფუნქციის ზრდადობა -კლებადობას, კენტობა-ლუწობას, ფუნქციის
მინიმუმისა და მაქსიმუმის წერტილებს, ნულებს, სიმეტრიულობას
სლაიდის
საშუალებით ვაჩვენებ კვადრატულ ფუნქციებს გამოსახულს ფორმულით და გრაფიკულად, განსხვავებული
პარამეტრებით.ბავშვების დახმარებით დადგინდება რომელ გრაფიკს რომელი ფორმულა შეესაბამება
და იმსჯელებენ ამ ფუნქციის თვისებებზე.
აქტივობის მიზანი: ფუნქციის აღწერის,
გამოკვლევის, გრაფიკის აგების უნარ-ჩვევების განვითარება
აქტივობა 2.
15
წთ.
პრაქტიკული
სავარჯიშო:
ინდივიდუალური
კონკრეტული ამოცანების ამოხსნა კვადრატული ფუნქციის გამოყენებით.
აქტივობის მიზანი: თეორიული ცოდნის
გამოყენება პრაქტიკაში ამოცანების ამოხსნისას. შემჩნეული კანონზომიერების მიხედვით
განავითარონ ვარაუდების გამოთქმის ჩვევები
აქტივობა 3.
5
წთ.
შემაჯამებელი
კითხვები: დაფაზე გამოსახავენ მოცემული კვადრატული ფუნქციის გრაფიკებს.
იმსჯელებენ
კვადრატული ფუნქციის გრაფიკის მიხედვით მის თვისებებზე, პარამეტრების ცვლისას.
აქტივობის მიზანი: შესწავლილი მასალის
განმტკიცება
აქტივობა 4.
3
წთ.
შეფასება
|
შეფასების საგანი
|
მოსწავლეთა
შეფასებისათვის ვიყენებ შეფასების რუბრიკას
|
Wednesday, December 5, 2012
kvadratuli funqcia
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment